©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Saturday, December 26, 2015

TSU Party


იური ანგარი მოივლის ემდეგ დაკარგულ ნივებს: ცალი ხელმანი, რომელიც სტუდენტების დიდმა ნაკადმა გაიყოლა, როდესაც წვეულებაზე ესვლას ვლამობდი, ხო ასევე დაიკარგა (ამჯერად, გაურკვეველ ვიარება) პირადობაც, სტუდენტური სამგზავროც და კიდევ, აწმინდის პარკის ბარა. აბოლოს, გულისხმიერი ადამიანების იმედად მოვნდი, რომ ემი ნივები იპოვნიან გზას ავდაკარგული პატრონისკენ.

ჩემდა ბედად, რაღაც ნივთები მართლაც დამიბრუნდა, რაც მთავარია, პირადობა და სტუდენტური სამგზავრო...

ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. მე ხომ მასთან ერთად ვიყავი. ადგილიც განსაკუთრებული იყო – კლუბი ეშმაკის ბორბლის ქვეშ მდებარეობდა. იმ დღეს კი მთლიანად გაივსო და ერთმანეთის სამყოფი აღარც სივრცე იყო და აღარც ჰაერი. იქ მყოფთა აურა ერთმანეთში აირია და მე მასაში დავიკარგე. არ ჰქონდა მნიშვნელობა ის ჩემთვის ვინ იქნებოდა: მეგობარი? შეყვარებული? მეგობარი ბიჭი? იქნებოდა ის ჩემი პირადი დაცვა, რომელიც არ მისცემდა სხვებს ჩემთან ცეკვის საშუალებას, თუ იქნებოდა მოძალადე, რომელსაც ერთმანეთში ერევა ცეკვა, გართობა და სექსი.

მე მართლაც არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ის ჩემთვის, რას უნდა ნიშნავდეს და უნდა გახდეს თუ არა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. მაგრამ ფაქტია, რომ მე მასთან ერთად ვიყავი უამრავ ჩემნაირ ახალგაზრდასთან ერთად, რომელთა სხეულებიც ალკოჰოლით იქნებოდა გაჟღენთილი, რომლებიც ბევრს მოსწევდნენ და ბევრსაც დააბინძურებდნენ ერთმანეთის მეხსიერებას იმ ღამის მოგონებებით. თუმცა ამავე დროს ალკოჰოლის ჭარბი დოზა არ მისცემდა გონებას რაიმეს განსჯისა და შეფასების უფლებას, რაიმეს ცხადად დამახსოვრების საშუალებას.

მაგრამ მთავარი არ მითქვამს – ის, თუ მე რა დამამახსოვრდა: ფრაგმენტები? სახეები? ხმები? რიტმი? ვიბრაცია? ზრუნვა? კი, ყველაფერი ცოტ-ცოტა... მაგრამ დღემდე არ ვიცი ვინ არის ის ჩემთვის, ვინ იქნება, იქნება თუ არა კვლავ ჩემ გვერდით, ამავსებს თუ არა მოულოდნელი მღელვარებით მისი არსებობა. ეს ის კითხვებია, რომლებიც მომავლის სფეროს განეკუთვნება. მე კი ვისურვებდი. რომ ჩვენ ერთმანეთის ცხოვრება შეგვევსოს, დავრჩენილიყავით ერთად და დარქმეოდა ჩვენს ურთიერთობას რაიმე სახელი, თუნდაც მეგობრობა. მაგრამ არ ვიცი თუ დავრჩით ერთად, თუ კვლავ გავაცოცხლებთ ემოციებს, თუ კვლავ შევქმნით საერთო მოგონებებს და თუ ვეცდებით ერთმანეთთან მისასვლები გზების მუდმივ ძიებას.

იქიდან წამოსულმა, ფიქრებში გართულმა, ბევრჯერ დავუსვი საკუთარ თავს ეს კითხვა. ფიქრში კი ნამდვილად არავინ მიშლიდა ხელს, რადგან მარტო მოვდიოდი და ცივი ქარი კიდევ უფრო მაგრძობინებდა, რამდენად შორის იყო ის ჩემგან.