©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Wednesday, May 25, 2016

რატომ არის საჭირო პიროვნული საზღვრების გაფართოება?


სიყვარული მარადიული საკაცობრიო განცდაა – ასობით და ასი ათასობით ადამიანის განწყობა, გეკუთვნოდეს ის, ვინც შენი ნაწილი არაა. მაგრამ სრულიად ნებაყოფლობით ვექვემდებარებით სხვას, ჩემიანად ვაცხადებ და ჩემზე აღმატებულადაც.

და რატომ ვიქცევით ასე?

რატომ გვსურს ვიყოთ დამოკიდებული, ან პირიქით, ჩვენზე იყვნენ დამოკიდებულნი. როგორი ურთიერთობაა მისაღები ამ ორიდან? ეს ორივე ვარიანტი, არსობრივად, ერთი დონის ვარიაციაა და ალბათ მესამე ვარიანტიც შეგვიძლია დავუშვათ: როცა ორივე მხარე თანაბრად დამოუკიდებელია. დამოუკიდებელია ემოციურად, გონებრივად და ფიზიკურად.

თანაბრად დამოუკიდებელი და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი ადამიანის ურთიერთობა ისეთივე იშვიათობაა, როგორც მსგავსი სულების არსებობა ჩვენს პლანეტაზე. ჩვენ ხომ ყველანი ინდივიდუალურობის ნიშნით დაღდასმულები მუდმივად ვაგროვებთ ჩვენ-ჩვენ წილ გამოცდილებას, ჩვენ-ჩვენ ორიგინალურობას ვქმნით, ჩვენ-ჩვენ თავებს ვეტრფით და ჩემიდან შენამდე მისასვლელ გზას კიდევ უფრო ვიმრუდებთ.

როგორ უნდა მოვიქცეთ?

დავაგროვოთ კაპიტალი.  გავხდეთ თავისუფალნი, შემგროვებელნი; დავაგროვოთ ცოდნა – გავხდეთ ინტელექტუალურნი; დავაგროვოთ ემოცია – გავზარდოთ ემოციური ინტელექტი; დავაგროვოთ ფული – გავთავისუფლდეთ სხვისი ფულისაგან, დავაგროვოთ ჩვენი სიყვარული – გავთავისუფლდეთ სიყვარულის გამოძალვის მოთხოვნილებისაგან, რათა არ ემათხოვრო არავის გრძნობებზე და არ იყო მოწყალების მომლოდინე. ვზრუნავთ ჩვენს სხეულში გაჩენილ შეგრძნებებზე, ვუფრთხილდებით და ვზრდით მათ პატარა ბავშვებივით, სანამ არ ჩამოყალიბდებიან და სანამ არ გაუჩნდებათ სიღრმე და დაეკარგებათ ზედაპირულობა.

ვაგროვებთ ყველაფერს, რაც ჩვენი პიროვნული საზღვრების გაფართოებაში გვეხმარება. ვთავისუფლდებით ყველაფერ იმისგან, რაც პიროვნული საზღვრების გაფართოებაში გვიშლის ხელს. ვთავისუფლდებით დამოკიდებულებებისგან და ჩვენი თავისგან ვქმნით მასიური წარმოების პროდუქტს. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ სხვებისგან, დაქვემდებარებისგან, ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ იმ ინდივიდუალიზმისაგან, რომელიც ეგოიზმითაა წარმოქმნილი.

ვზრდით პოზიტივს, ვამცირებთ ნეგატივს. ჩვენ-ჩვენ თავებს ისე რეალურად ვხედავთ, თითქოს ახლა აგვეხილა თვალი.

დაბოლოს დავინახეთ უამრავი მოგონება, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს. ჩვენ კი გვეგონა, რომ ასე რუტინულად მხოლოდ ჩვენი თავებით ვიყავით დაკავებულნი, ასე ეგოისტურად და კარჩაკეტილად, რათა ჩვენი ინდივიდუალურობა განგვევრცო.  სინამდვილეში საკუთარ თავში მეტი სივრცის დანახვამ, მეტი სიღრმის შექმნამ, გაზარდა ერთმანეთის შინაგანი სამყაროების დატევის (ჯერ ნაწილობრივ აღქმის, ხოლო მერე მთლიანად დატევის) პერსპექტივა. ასე რომ კითხვას, თუ რა საჭიროა ჩვენი პიროვნული საზღვრების გაფართოება, აქვს ერთი ალტერნატიული პასუხი ჩემი მხრიდან. ეს პასუხი ასე ჟღერს: იმისთვის, რათა ვიპოვოთ ჩვენ-ჩვენი პიროვნული საზღვრების გადაკვეთის წერტილები, ხოლო რაც უფრო ფართოა კონკრეტული ადამიანის პიროვნული საზღვრების რადიუსი, მით მეტი ადამიანის ცნობა, სიღრმისეული გაგება და თავის საზღვრებში შემოშვება შეუძლია.


ეს კი ემპათიაა!