©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Wednesday, August 3, 2016

უფორმო სიუჟეტი


„ალექსებიც თავზე საყრელადაა - მარტო ოჯახში სამნი ვართ ეგეთები!“

/ჯონათან საფრან ფოერი, სრული გასხივოსნება, დიოგენე, 2013, 10 გვ. /

უფორმო სიუჟეტია ჩვენი ურთიერთობადიახ, ჩემი და შენი!.. მას არ გააჩნია არც ჟანრი, არც მხატვრული ხერხების სიუხვე, არც ემოციური მიჯაჭვულობები და რაღა დაგიმალოთ და არც ფიზიკური დამოკიდებულება.

ესაა ყოველგვარი აზრისგან დაცლილი ორი მოხეტიალე სულის კავშირი, რომელიც ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას, გარემოებათა წყალობით ერთმანეთს გადაეყარა. მერე კი შეგვიძლია დანამდვილებით ისიც ვთქვათ და ვამტკიცოთ, რომ შემთხვევითობებს ადგილი არა აქვთ ჩვენს ცხოვრებაში, ორი შემთხვევითობაც კი ერთ აუცილებლობად გადაიქცევა და ლოგიკურ ჯაჭვში აქცევს მოვლენებს და ადამიანებს.

დანამდვილებით კიდევ იმის თქმაც შეგვიძლია, რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ნივთებს ჩვენს სამუშაო მაგიდაზე, წიგნებს ჩვენი წიგნის თაროებზე, ფიქრებს, რომლებიც გვიჩნდება და სიტყვებს, რომლითაც ამ ფიქრებს ვახმოვანებთ. ეს ყოველივე კი იმას მოვაყოლე, რომ ჩვენ ვიჯერებთ სამყაროს დეტერმინირებულ მოწყობას, რაც თავს მის ნაწილად გვაგრძნობინებს.

ვითომ ილუზიაა ეს ყოველივე? ვითომ გვსურს, რომ მხოლოდ თავს დავაჯეროთ და სინამდვილეში ამის ლოგიკური საფუძვლები არც არსებობს?  ვითომ გინდა თავს დააჯერო, რომ არაფერი კანონზომიერება არ წარმართავს არც შენს ცხოვრებას, არც ურთიერთობებს და არც მით უმეტეს, სამყაროს, რომ სრული აბსურდია, რაიმე კანონზომიერებას ჰქონდეს ადგილი მაშინ, როცა ახალი ადამიანები ჩნდებიან შენს ცხოვრებაში, ძველი ურთიერთობები კი უკვალოდ ქრებიან. გინდა დამაჯერო, რომ სრული წესრიგია შენს ცხოვრებაში, რომ შეუძლებელია ვინმეს მობეზრება. გინდა თქვა, რომ არავინ ცხოვრებაში ყელში არ ამოგსვლია, არავის საზიზღრულად არ მოქცევიხარარავინ მოგიშორებია ისე, თითქოს არც არასდროს ყოფილიყოს შენი ცხოვრების კანონზომიერი ნაწილი... შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ ერთხელაც არ მოგსვლია ასეთი რამ, მაგრამ მე არა... მე ვერ დამაჯერებ.

ვერ იტყვი ასე ადვილად, ვერც ასე ლაკონურად იმას, რომ ადამიანები შენს ცხოვრებაში უწესრიგოდ მიმოფანტულნი არიან, რომ შენს ცხოვრებაში ადამიანები ჭარბი რაოდენობითაა. ვერ იტყვი, რადგან არავინ არასდროს ზედმეტი არაა! შენ აბათილებ შენივე არგუმენტს, წყვეტ მეორე მესთან კამათს და ისღა დაგრჩენია, რომ მირწმუნო...