©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Saturday, September 10, 2016

ვიბარებ სულებს!


სალამი ბლოგის მკითხველო, დიდიხანია არ გამიკეთებია ჩანაწერი, თუმცა ამჯერად, დიდიხნის დუმილს დავარღვევ და შევუდგები წერას!..

მართალია პოსტის სათაური, ერთი შეხედვით, სარეკლამო ბილბორდზე გაკეთებულ განცხადებას უფრო ჰგავს, თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით!.. მინდოდა დამეწერა იმის შესახებ, თუ რა კავშირი არსებობს ჩვენსა და გარესამყაროს და ჩვენსა და ჩვენივე შინასამყაროებს შორის. ეს საკმაოდ ღრმა და მრავალშრიანი თემაა და ამიტომ, მის მხოლოდ ერთ ასპექტს შევეხები, კერძოდ, კითხვა შემდეგში მდგომარეობს: რაში გაცვლიდით სულს?

ჩემი დაქალი, რომელსაც ძალიან უყვარს საჭმელები, დაუფიქრებლად, მეტყოდა "გემრიელ კრეპებში სულსაც კი გავცვლიდიო", თუმცა, ხუმრობა იქით იყოს და მართლაც, შეიძლება ყველა ადამიანს დაუდგეს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა მზადაა სულიც კი გაცვალოს რაღაც ისეთში, რაც მისთვის ძალზე სიღრმისეულია, რაც ძვირფასია, საკუთარ თავზე მეტად ფასობს, საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უღირს და რისთვისაც, ყველაფერს დათმობს, საკუთარ სულსაც კი...

ეს ისეთი თემაა, რაც უშუალოდ თუ არ შეგხებიათ და არ გამოგიცდიათ საკუთარ თავზე, ძნელია სრულად მისი აღქმა და გააზრება. ხოლო, მე რაც შემეხება, ჩემი ემპათიის წყალობით, უამრავჯერ ჩამიყენებია სხვის ადგილას თავი, განმიცდია სხვისი განცდილი და შეიძლება გამიზიარებია კიდეც. ამიტომ, უცხო არაა ის, რაზეც ვწერ. უფრო მეტიც, ამ პოსტის მიზანი არ იქნება, კრიტიკა და განსჯა. ამისგან, ძალიან, ძალიან შორს ვარ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მხოლოდ ფატალურ და რისკზე წამსვლელ ადამიანებში ზის, მათთან, რომელთაც აქვს მიდრეკილება, მათთან, რომლებიც არასდროს არ არიან ზედაპირულები თავიანთ ურთიერთობებში და რომელთათვისაც მნიშვნელოვანია, რაღაცის რწმენა, რწმენა იმისა, რომ უფრო აღმატებულიც არსებობს, ვიდრე მათი სხეულია, ვიდრე მათი სულია. ამიტომ, ყოველივეს დათმობა იმ აღმატებულის გამო, ყოველთვის უღირთ.

მეორე მხრივ, რაოდენ ფიგურალურად და მხატვრულადაც არ უნდა ჟღერდეს სიტყვები - "სულსაც კი დავთმობ... (ამის და ამის გამო)" - ერთხელ მაინც გვითქვამს ან წამოგვცდენია. ამას გონება არ გვკარნახობს, ეს მეტია ვიდრე გონება და მისი საფუძვლები მიდის ძალზე ღრმად ქვეცნობიერში. ამდენად, როცა ვამბობთ ამ სიტყვებს რაღაცის გამო და თან არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ, როგორც განცდილს, მაშინვე დააკვირდით, რის გამო შეგიძლიათ თქვათ ის: საყვარელი ადამიანის? შვილის? ძვირადღირებული ნივთის? საკუთარი ოცნების?.. - რის გამო? თუ დააკვირდებით პასუხს, მიხვდებით იმას, რა გიღირთ ცხოვრებაში ყველაზე მეტად, რა გჭირდებათ ცხოვრებაში ყველაზე მეტად... ამდენად, თუკი ამგვარ კრიტიკულ ზღვრამდე მიხვედით, იმდენად გამოიწვიეთ თავი, რომ ბოლოს და ბოლოს, მსგავსი სიტყვების თქმა დააპირეთ, გილოცავთ, თქვენ მიაგენით ყველაზე მნიშვნელოვანს, რისთვისაც ღირს ცხოვრება და რაც თქვენი ქვეცნობიერის ამოძახილს წარმოადგენს, ცნობიერის სააშკარაოზე გამოტანილს და თქვენ მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, რომ რაც შეიძლება ცხადად გააცნობიეროთ ის, რაც შეიძლება მეტად ჩამოაცილოთ მას ილუზიის ჩრდილი და დანარჩენი უკვე თქვენ თავად მიხვდებით, ეს ქვეცნობიერი სურვილების პროექტიაა თუ ნამდვილი სურვილი.