©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მუზა მუსიკა ნარილა რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სიტყვები სკოლა სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Tuesday, January 1, 2013

რეინკარნაცია


მეხსიერება ერთგვარი ხელჩასაჭიდი სისტემაა, რომელიც საკუთარი თავის გააზრების ერთადერთი წყაროა. მას სისტემას ვუწოდებ, რადგან მისი შემადგენელი უმარტივესი ელემენტები ისეთი დროითი ფრაგმენტებია, რომლებსაც მოგოდებებს ვეძახით. სისტემის კიდევ ერთი აუცილებელი ნიშანი ისიცაა, რომ ამ ელემენტებს შორის მიმართებებსი არსებობს, რაც ასევე დასტურდება მოგონებების შემთხვევაშიც. უფრო მეტიც, მოგონებები ჯაჭვური რეაქციის პრინციპით შეიძლება გაგვახსენდეს, მთავარია დავიწყოთ რაიმეს გახსენება, რომ ერთმანეთის მიყოლებით სხვა მოგონებებიც იწყებენ თავის წამოყოფას. ჩვენში არაფერია უცხო, რაც ჩვენი ინდივიდუალური მეხსიერების ნაწილი ხდება.

იგივე სისტემურობის პრინციპი მოქმედებს მაშინაც, როცა საქმე ეხება არა ერთი ცხოვრების ფარგლებში დაგროვილ მოგონებებს და მთლიანობაში - მეხსიერებას, არამედ, სხვა ცხოვრებეშიც დაგროვილ მოგონებებს. ამდენად, აქ უკვე ჩვენ ვეხებით თეორიას, რომელიც რეინკარნაციის სახელითაა ცნობილი აღმოსავლურ ფილოსოფიურ მოძღვრებებში. შეგვიძლია კი რეინკარნაციები განვიხილოთ როგორც სისტემა?

სისტემის ძირითადი ნიშნებია: ერთიანობა, აუცილებელია სისტემას გააჩნდეს მისი შემადგენელი ელემენტები და ასევე, სისტემის ერთ-ერთი არსებითი ნიშანია, ამ ელემენტებს შორის მიმართებების არსებობა.

რა გვაქვს რეინკარნაციის შემთხვევაში? აუცილებელია აღვნიშნოთ ის, რომ ინკარნაცია ეწოდება კონკრეტულ განსხეულებას, ხოლო რეინკარნაცია, განმეორებად პროცესს ასახავს და წარმოადგენს ყოველ ამგვარ აქტს. ამიტომ, როცა ვამბობთ რეინკარნაცია სისტემური ხასიათისაა, ვგულისხმობთ იმას, რომ მას გააჩნია ის სამი ძირითადი ნიშანი, რაც  სისტემას ქმნის, კერძოდ, რეინკარნაცია სულის განვითარების ერთიანი პროცესია, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული, რეინკარნაცია მოიცავს კონკრეტულ ინკარნაციებს, ამდენად, მისი შემადგენელი ელემენტებიც გვაქვს, დაბოლოს, ინკარნაციებს შორის არსებობს მიმართებები. ჩვენი აზრით, ეს უკანასკნელი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი, რაც რეინკარნაციის ფენომენის განხილვისას მის სისტემურ ხასიათს წარმოაჩენს.

ბუდიზმი ცნობს რეინკარნაციას და სულიერი განვითარების გზას, სიკვდილ-სიცოცხლის ბორბალს (სამსარას). მაგრამ ჩნდება, ვფიქრობ, ერთი არსებითი კითხვა: ბუდიზმის მიხედვით, ადამიანის მანკიერი ბუნების გამოვლენის გამო და მისი ცუდი მხარის წარმოჩენის შედეგად ადამიანის სული განწირულია ჩვენს სამყაროში ხელახალი დაბადებისთვის. თუმცა ბუდიზმიდან ცნობილია, რომ ბუდა კვლავ ევლინება ამქვეყანას, ლამაისტები ირჩევენ დალაი ლამას სწორედ იმ პრინციპით, რომ ყოველი მომდევნო ლამა ბუდას ინკარნაცია უნდა იყოს. ამდენად, შეიძლება ასეთი დასკვნაც კი გაკეთდეს: კი მაგრამ ბუდამ ვერ მიაღწია სულიერი განვითარების იმ დონეს, როცა ადამიანის სული უკვე წყვეტს ინკარნაციებს დედამიწაზე და გადადის უფრო მაღალ განზომილებაში, რომლიდანაც უფრო დაბალ განზომილებაში დაბრუნება თითქმის გამორიცხულია. „თითქმის“ იმიტომ, რომ სულს გააჩნია თავისუფალი ნება და სწორედ ამის გამო, ის იმის უფლებამოსილებასაც ფლობს კვლავ დაუბრუნდეს ამქვეყნიურ სამყაროს.

სიკვდილის შეგრძნე ძალიან ახლოს უნდა მოუშვა შენამდე და სწორედ ამის მერე ხდება სიკვდილის შიშის დაძლევა. ეს შეიძლება იყოს საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდება, შეიძლება მუდმივ თანმხლებ განცდადაც გადააქციო, მთავარია იმ ზომამდე შეიგრძნო სიკვდილის მოახლოება, რომ მერე ნიჰილისტურად განეწყო. საკუთარი ფიზიკრი არარსის შეგრძნებაც ახლოს მოდის სიკვდილთან. სიკვდილი ხომ მხოლოდ სხეულს ეხება და არა - სულს!

მაიკლ ნიუტონის სულის მოგზაურობა რომ წავიკითხე, ბევრი რამ ცხადი გახდა. რა თქმა უნდა ბოლომდე ამის გაცნობიერება სიკვდილის ფენომენის უშუალოდ განცდა, ამ ფენომენში ყოფნაა, ანუ კვდომა. წარმოსადგენადაც თითქოს ისეთი შემზარავი რამე ჩანს და ასეცაა.

არ ვიცი მე რამდენად ახლოს ან შორს ვარ ამის გაცნობიერებასთან. ვუსურვებ ჩემს თავსაც და ყველას მის გაცნობიერებას, ასე ხომ უფრო დაძლევადი ხდება.

რატომღაც ძალიან დი დატვირთვას ვანიჭებ ემპათიას, როგორც ადამიანის ფსიქოლოგიურ უნარს. ძალიან ძლიერი რამეა და პირადად მე მეხმარება სააზროვნო პროცესის არა გონით გააზრებაში, არამედ სენსუალურ განცდაში. ეს ჩემთვის ეზოთერული აზროვნების წესია და სიკვდილის ფენომენის წვდომა მგონია, რომ სწორედ ეზოთერულ-ჭვრეტითი აზროვნების წესით შეიცნობა. რაც უფრო განვითარებული ემპათიის უნარი, მით უფრო შესაძლებელია სხვისი გამოცდილების თანაგანცდა. აი ეს დამემართა ნაიკლ ნიუტონის წიგნის კითხვისას, როცა მისი პაცინეტები სიკვდილის მომენტს აღწერდნენ და ყველას, რა ქმა უნდა, სხვადასხვაგვარი გამოცდილება ჰქონდა, ამის თანაგანცდა სიკვდილს ძალიან ნაცნობ განცდად წარმომიდგენდა.

სიკვდილის ფენომენი ამიტომ ერთ-ერთი ეზოთერული ფენომენია.

იცით რაზე დავფიქრდი: საიდან ან რის გამო აქვს ადამიანს სიკვდილის შიში? გასაგებია, რომ რაც უფრო ეუცნობელია ფენომენი, მით უფრო უცხოა ჩვენთვის, რაც უფრო მეტაფიზიკურ და არამატერიალურს შეეხება, მით უფრო გაუკვეველი და ბუნდოვანია ის. რატომღაც სიკვდილის შიში წარსული ცხოვრებების შთაბეჭდილებები მგონია, სიკვდილის მომენტში, ცნობიერების ანაბეჭდები, რომელიც გროვდება, გრვდება და დღევანდელ ცხოვრებაში ეს შთაბეჭდილებები ერთი ძლიერი განცდის სახეს იღებს, ეს განცდა შიშია.

თან ვედური ტრადიციის თანახმად, ყოველი ახალი ინკარნაცია ხომ ახალ .. სამსკარებს წარმოშობს. სამსკარებს სანსკრიტულად უწოდებენ და ისე ითარგმნება, როგორც შთაბეჭდილებელი. ხოდა სიკვდილის მომენტიც ადამიანისთვის ერთ-ერთი უდიდესი ანაბეჭდი უნდა იყოს, რომელსაც სული თავისი მეხსიერებით ატარებს, ვიდრე ახალ ინკარნაციაში სიკვდილის შიშით არ რეალიზდება და ამიტომ მგონია, რომ ყველა ადამიანში სიკვდილის შიში დაბადებიდან თანდაყოლილი სამსკარაა. სიკვდილის გაცნობიერება ამ სამსკარის გაცნობიერებას უნდა უკავშირდებოდეს.

უფრო დავაზუსტებდი და ვიტყოდი საკუთარი თავის არცოდნის, ანუ საკუთარი თავის შეუმეცნებადობის პრობლემაა. მარტინ ჰაიდეგერი ამბობდა, რომ ადამიანი ზღვრულ სიტუაციებში იმეცნებს საკუთარ თავს. ასეთი ზღვრული სიტუაციები ხშირად არ უდგება ადამიანს ცხოვრებაში. მარტინ ჰაიდეგერი 3 ასეთ სიტუაციას ასახელებს:
  1. როცა ადამიანს სხვა ადამიანი უყვარდება და ეს მისი ეგსისტენციალური გრძნობა ხდება, ანუ როცა ძლიერ, მთელი არსით უყვარდება;
  2. როცა ზღვრული სიტუაცია, სიგიჟის ზღვარს უახლოვდება და ადამიანი ამასაც გადალახავს;
  3. და როცა ადამიანი რაიმე მძიმე ავადმყოფობას გადაიტანს, ისეთ მძიმეს, რომ სიკვდილის პირას აღმოჩნდება, თუმცა გადარჩება.
ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანი სიკვდილთან ძალიან ახლოსაა, სიყვარულის, სიგიჟისა და ავადმყოფობის დროს