©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Narila

ნარილა - ამ სახელმა ჯერ კიდევ მაშინ მიიქცია ჩემი ყურადღება, როდესაც ინტერნეტში ვეძებდი ბოშურ-ინგლისურ ლექსიკონს. იმასაც აღვნიშნავ, რომ თავის დროზე ბოშათა ენით ვიყავი დაინტერესებული და მის შესწავლასაც ვაპირებდი. მოკლედ, ძიების შედეგად ვიპოვე ეს ლექსიკონი და გადმოვწერე. გარდა ჩემთვის საინტერესო სიტყვებისა, მასში შეტანილი იყო ასევე საკუთარი სახელებიც, რა თქმა უნდა, ყველა ბოშური წარმომავლობის.


ამავე ლექსიკონში ვიპოვე საკუთარი სახელი "ნარილა", რომელიც თავიდანვე არ მომწონებია, მაგრამ დროთა განმავლობაში, რაც უფრო ხშირად ვიხსენებდი, მით უფრო მხიბლავდა, შემდეგ კი ისე შევისისლხორცე, რომ ჩემს საკუთარ სახელად იქცა. 

ასე დაიწყო ამ სახელის ისტორია, უჩემოდ და ჩემით. ის თუ როგორ არსებობდა ეს სახელი ჩემამდე, ჩემთვის უცნობი იყო, არ ვიცოდი, მაგალითად, ვის შეიძლებოდა რქმეოდა, საიდან წარმოიშვა, რა დროიდან მომდინარეობდა, საერთოდ რას ნიშნავდა... ერთი რამ კი გარკვევით ვიცოდი, სახელი ნარილა Romani-English ლექსიკონში იყო შეტანილი სხვა ბოშურ სახელებთან ერთად და დანამდვილებით შემეძლო მეთქვა, რომ ნარილა ბოშური წარმომავლობის, თან საკმაოდ ძველი სახელია...

როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს სახელი, ამჟამად, თითქმის არავის ერქვა. ის ისეთივე მკვდარი სახელი იყო, როგორც სანსკრიტული ენა, რომლის წაკითხვა, მართალია, დღესდღეობით შეგვიძლია, მაგრამ სიტყვათა მნიშვნელობები ბოლომდე გარკვეული მაინც არაა. ასეთი სიტყვა გახდა ჩემთვის ნარილა.

რას ნიშნავდა საერთოდ ეს სახელი და რა დატვირთვა შეიძლებოდა ჰქონოდა მას? რა თქმა უნდა, ის მალე საკრალური ინფორმაციის შემცველ სახელადაც იქცა...

საკუთარი სახელის გარდა, უკვე მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის ადგილის სახელწოდებაც იყო. საფიქრებელი იყო: იქნებ ეს სახელი სწორედ რომელიმე ადგილს უკავშირდებოდა და აქედანვე მომდინარეობდა?! გამორიცხული არც ეს იყო. ერთი განსხვავება არსებობდა საკუთარ სახელსა და ადგილის სახელწოდებას შორის, კერძოდ, ლათინური შრიფთით თუ დავწერთ საკუთარ სახელს, იქნება - Narilla, ხოლო ადგილის სახელწოდება უმნიშვნელო განსხვავებით - Narila .


მსოფლიოში სულ ორი ადგილი აღმოჩნდა, ამგვარი სახელწოდებით; ერთი შორეულ ნეპალში, ინდოეთთან ახლოს, იქ, სადაც ოდესღაც ბოშათა წინაპრები ცხოვრობდნენ, ხოლო მეორე - უკიდურეს ევროპაში, ესპანეთის სამხრეთით, ანდალუზიაში... პირველი ადგილი ძალიან ცხელი და უდაბურია, თუმცა წმინდა პაგოდების მხარეა. მეორეგან კი ზამთარ-ზაფხულ საშუალო ტემპერატურაა, ზომიერ სარტყელშია მოქცეული და მაღალმთიან ზონას განეკუთვნება. აქ მდინარეცაა, რომელიც ამ დასახლებას მიუყვება, მიედინება შეუჩერებლად, რომ შემდეგ ოკეანეს შეუერთდეს...

საოცარი ბუნებაა, ირგვლივ სიმწვანე, ნათელი ცა, სუფთა ჰაერი, მრავალფეროვანი ლანდშაფტი და პატარა დასახლება თავისი თემით, მომცრო კათოლიკური საკათედრო ტაძარი თავისი მორწმუნე მრევლით, სახლები ხის დარაბებით, ძველი გზებითა და დაბზარული კედლებით, ტრანსპორტი თითქმის არ მოძრაობს, თუ ჩამოსულებსა და ტურისტებს არ ჩავთვლით, თავიანთი ავტომობილებითა და ავტობუსებით და ისიც იშვიათად...

სე მიმიყვანა ლექსიკონში ნაპოვნმა ერთმა სიტყვამ ადგილამდე, რომელიც ოცნების ბურუსში გაეხვია ჩემს წარმოდგენაში.

ნარილას თავზე ნისლი ჩამოწვა.


არ არსებობს ცნებაჩვეულებრივი ადგილი“, რადგან სადაც არ უნდა მოხვდეთ, თუ გამიზნულად წახვიდეთ, ყველგან იპოვით იმ ნიშასრაც ამა თუ იმ ადგილს განსაკუთრებულს გახდის. ამისათვის სულაც არაა აუცილებელი მას წინასწარ თუ ექნება რაიმე დატვირთვა, რადგან იმის მერე, რაც მიაღწევთ კონკრეტულ ლოკაციას, თქვენ რაღაც საკუთარს დატოვებთ და რაღაც იქაურს წამოიღებთ. ესაა ის, რაც მხიბლავს ყველაზე მეტად მოგზაურობისას. თუმცა ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად მოხდა, ერთ ადგილს დედამიწის შორეულ წერტილში ისე დავუკავშირდი, უფრო სწორად რომ ვთქვა, ისე აღმოვაჩინე მასთან უკვე არსებული კავშირი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება იქ არასოდეს ვყოფილვარ. მაგრამ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ის ჩემი ადგილი იყო, ყველაზე ნაცნობი და რაც მთავარია, მე იქ რაღაცჩემიდავტოვე, რომლის შესაგრძნობად აუცილებლად მომიწევს დაბრუნება, საკუთარი შეგნებული სურვილით.