©

© Narilla

კატეგორია

"Vivat akademia! Vivat professores!" "აკრძალული ლიტერატურა" "არა" ნეპოტიზმს! "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" "ვსაუბრობთ ლიტერატურაზე" "თსუ-დესპანი" "მიყვარს" V/S "არ მიყვარს" "მოდი ვისაუბროთ" "მწერალთა კავშირი" "პრობლემური სინათლის გამო" "საბჭოთა კავშირი" "ცხოვრება მშვენიერია" 2nd European Students for Liberty Conference in Tbilisi Apple-ის ვაშლები Atagenus Bohemian Style Bohemiens Boho Collections Cyberbullying Doodle Art Flea Market Gitanos Google Goran Bregović Gypsy International Day of Yoga Message Models Narila Narilla Roma People Romale Science Picnic Science Picnic 2013 Science Picnic 2014 Search Smoking is not good for your health Star Children TM TSU TSU National Scientific Library TSU Party Uncle Sam Vibe Words workshop Yoga СССР ადამიანი ამოუცნობი მოვლენები ამულეტი ასტროლოგია ასტროლოგიური რუკა აღმოსავლური პრაქტიკები ბიბლიოთეკა განათლება გარესამყაროდან შინასამყაროში დათო ბარბაქაძე დამთხვევა დამოკიდებულება დასაქმების ფორუმი დეჟავუ დღიური ეზოთერიკა ემპათია ენის კვირეული ექსპერიმენტი ექსტრასენსი ვეგეტარიანელობა ზამთრის სკოლა თავისუფალი ბაზრობა თალია თსუ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ინდიელი იოგა იოგის საერთაშორისო დღე კონკურსი კონფერენცია კროსვორდი ლექსიკონი ლიტერატურა ლოზუნგები მანდალა მე შენ ის ჩვენ თქვენ ისინი მეგობრობა მუზა მუსიკა ნარილა პარანორმალური მოვლენები პიროვნებათა საზღვრები რა? სად? როდის? რეინკარნაცია საზაფხულო სკოლა სამეცნიერო პიკნიკი საჩუქარი სახელი სექსი სიტყვები სიყვარული სკოლა სპეციალური საჭიროებანი სტილი სხვა ტანსაცმლის მოდელირება ტელეპატია ტრანსცენდენტური მედიტაცია ფოტოები ფსიქოლოგიური სეანსები ფსიქოლოგიური ტესტი ჩანახატები ჩემ შესახებ წერილი წიგნები წიგნების ჭია წიგნიერების წელი წიგნის საერთაშორისო დღე

Narilla


 ***

წერილი


სიტყვა ყველაფერია ურთიერთობაში... თავიდანაც ხომ სიტყვა იყო, სულ პირველად! სიტყვები გვაშორებენ და სიტყვები გვაახლოებენ!

ეს სიტყვები იმას ეძღვნება, ვინც წაიკითხავს. ერთ-ერთი ადრესატი კი ისიც არის, ვისზეც ვწერ!

ვინ არის ის, ვინც სხვას წერას შთააგონებს? მუზა? შეიძლება ასეც ითქვას, იმ განსხვავებით, რომ მას ნარილა ჰქვია. ერთი სიტყვით, როცა იკითხავთ, ვინ არის ეს უცნაურსახელიანი გოგონა - ჩვენ არ გვეცოდინება ნამდვილი პასუხი, თუ ის სულ რაღაც ერთი ფრაზით გადმოიცემა. ამას მინიმუმ ჩანახატ-რეალობა მაინც სჭირდება!

წერილს დავასრულებდი და ბევრჯელ დავხევდი, სიტყვას დავწერდი და გადავშლიდი, ფურცელზე დავწერდი. მაგრამ მინდოდა მისთვის პირადად მეთქვა!..

ამ სიტყვებს არც ჩემი ხელწერა ატყვია, რომ ჩემი არსება ასოების გამოყვანით გამოვხატო, არც ის ვიცი, რამდენად შეუძლია სიტყვას ის აღწეროს - ზემოთხსენებული... გრძნობა გაგიზიაროს; იცინოს, იტიროს... მისი თვისებები გადმოსცეს. მაგრამ სათქმელს მაინც სიტყვებს ვანდობ...

მან დაითვალა, რომ გარდა ჩვენთვის ცნობილი 6 გრძნობისა, რომელთაც სხეული განიცდის, სულს გაცილებით უფრო ბევრი თვისება ჰქონია...

...და ვინ არის ნარილა?

დიახ, მისი სახელია. მე ვეძახი პირადად... და კიდევ ერთი სახელი აქვს, რომელიც მე შევარქვი და მხოლოდ ჩემთვისაა ცნობილი.

ეს სახელთა მრავალფეროვნებაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს, ასე ვთქვათ, ქამელეონივით ცვალებად სუბიექტთან. არა მარტო გარეგნობაზეა აქ საუბარი, არამედ მის შინაგან მხარეზეც. ისე კი საოცარია, ფერებცვალებადი თმა, სითეთრეშეპარულიც კი, რომელიც არაა წლების შედეგი, რაღაც ნიშანს უფრო ჰგავს... ჭრელი თვალები, ცისარტყელასავით, ისეთი ცას რომ აირეკლავს, ხანდახან ზღვის ფერი რომ ედება და მასში იგრძნობა წყლის სტიქია, რომელიც გძირავს... მზის სხივების კვალი შეიმჩნევა მის კანზე... მაგრამ მთავარი ეს არაა. აღსანიშნავია მისი სულიერი, ბევრისთვის შეუმჩნეველი მხარე, რომელიც მოითხოვს დეტალურ აღწერას.

ნარილა ის ადამიანია, რომელსაც შეიძლება დააკვირდე და ისწავლო: რა არის სულიერება - ის სამყარო, რომელიც ყოველ ჩვენგანშია და უსაზღვროა. შენ რწმუნდები, რომ მარტო ლამაზი სხეული არაფერია, ხოლო ლამაზ სულს შეუძლია რანაირიც არ უნდა იყოს ადამიანი ფიზიკურად, ის მაინც უმშვენიერეს ბრილიანტად აქციოს. თუმცა საქმე ისაა, რომ ამ უკანასკნელ შემთხვევასთან, რომელსაც "ნარილა" ჰქვია, სულისა და ხორცის სილამაზე გაერთიანებულია!

იგი მეგობრად იგივეა, რაც არსება, რომელიც ყველაზე ახლობელია დედამიწის ზურგზე. ის სიყვარულს ასხივებს და არ შეიძლება არ გიყვარდეს. ის ყოველთვის გიგებს და გისმენს, მზადაა დახმარებისათვის, იქნებ შეუძლებლისთვისაც კი, მაგრამ მისთვის შეუძლებელი არაფერია!..

"ნარილა" - ეს მშვენიერი არსება ჩემი ტყუპისცალია... თითქოს უბრალო, ბანალური და იქნებ გაცვეთილი სიტყვაც იყოს, მაგრამ ფაქტია! ჩვენ შორის კავშირი მეტია, ვიდრე ნათესაობა, ჩვენ სულით მონათესავენი ვართ.

ხშირად ვფიქრობ, ერთმანეთის არსებობა რომ არ გვცოდნოდა, რაღაც აუცილებლად გვიკარნახებდა, თუნდაც ინტუიცია, რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი პირობითი "ტყუპისცალი", მათ შორის მეც და ამ პრინციპით მას მოვძებნიდი... მას ვიპოვიდი. ჩემთვის აღმოჩენა იქნებოდა როგორც მისი, ისე ჩემი საკუთარი თავისაც.

ჩემი სულის ანაბეჭდია, ძალიან შთამბეჭდავი, კვალს მიტოვებს, ფიქრს, ოცნებას მაწყებინებს, მისი არც ერთი სიტყვა არ ქრება, გულში მომხვდება, გონებაში გაივლის და სულის ნაწილი ხდება.

უსიტყვოდაც შეგვიძლია ურთიერთობა - ეს მაშინ, როცა სიტყვები ფორმას კარგავენ, იცრიცებიან, ილანდებიან, იშლებიან და ჰაერში ქრებიან...

ხანდახან მგონია, რომ ის ადამიანი გაუჩინარდა ჩემი ცხოვრებიდან, ეს მაშინ ხდება, როცა ფიქრის მეტი არაფერი მრჩება, ჩემში ცოცხლობს მხოლოდ და უცბათ მისი გამოჩენა თავიდან აღმოჩენა იქნება.

ვფიქრობ ხოლმე ადამიანებზე: როგორ განსხვავდებიან უარყოფითად ერთმანეთისაგან და ვფიქრობდი მასზე, თუ როგორ დადებითი, მიუწვდომელი და სულიერად ლამაზი პიროვნება არის და რაოდენ რთულია მისი დაფასება, არ გეგონოთ რაიმეს ვაჭარბებდე! როგორც იტყვიან, ჩვენ, არც მეტი, არც ნაკლები, ანიმა-ანიმუსს ვგავართ. ძალიან მომწონს ეს შედარება. ის ჩემი ცალია, უიმისოდ კი განახევრებული ვიქნები...

ის ხშირად მეუბნება ხოლმე, რომ სიტყვები ყველაზე მეტია ურთიერთობაში.

ჩვენი ნაცნობობა, რომელიც შეიძლება ერთხელ ან უამრავჯერ ნახვით იწოდებოდეს, მეტია, ვიდრე უბრალო ნაცნობობა, თითქოს თანდაყოლილია დაბადებიდან.

ალბათ, ახლა შეიძლება ჩემმა სიტყვებმა ბევრს ღიმილი მოჰგვაროს, ყოველ შემთხვევაში იმას, ვინც არ იცის ვისზე მაქვს საუბარი,ხოლო ვინც იცის, ის დაუფიქრდება, თუ რა მშვენიერ ადამიანთან ჰქონია საქმე...

მოდით შორს აღარ წავალ, მეშინია არ შეგაწყინოთ თავი და ერთსაც დავამატებ. რომც არ იცნობდეთ მას, მისი დახმარების იმედი შეუძლებელია ადამიანს არ ჰქონდეს! უცნაურია, მისი ეს თვისება იმდენად შორს არის წასული, რომ ალბათ ბევრს აღქმა გაუჭირდება, ან დაასკვნის ის მაგარი ჰუმანოიდია, ანდა უბრალოდ, ფანტაზიის შედეგად შექმნილი მისტიფიკაცია... მის შესახებ ვერაფერს იმსჯელებთ, ის ზაჰირად დარჩება როგორც ჩემთვის, ისე შეიძლება თქვენთვისაც ასეთად იქცეს.


ეს არ არის სულ ის, რაც მინდოდა მეთქვა. "მაგრამ ვიცი მეტის თქმა, ბევრის შეცნობას უდრის, ეს კი გაუცხოებისა და უინტერესობის პირველი მაჩვენებელია", ასე რომ დანარჩენი თქვენთვის მომინდვია!